ზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევარი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოოპარკის ადმინისტრაცია ადასტურებს ცხოველების ნაწილის ლიკვიდაციის ფაქტს.
კურიერის ჯგუფი ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ზოოპარკის მიმდებარე ტეირორიიდან დახოცილი გარეული ცხოველები ამოიყვანეს. მათ შორის არის 2 ლომი და 4 ვეფხვი. ყველა მათგანი წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
გადარცენილი ცხოველების უსაფრთხოების ზომები უკვე მიღებულია, მერიის საქალქო სამსახურებში კი ზოოპარკის გადატანის საკითხი აქტუალური გახდა.