მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი ამ წუთებში იმართება.
დღეს იგეგმება ბრალდების მხარის ერთი მოწმის გამოკითხვა, ადვოკატების შეფასებით, ეს მოწმე არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებს.
"ამ ეტაპზე დარჩენილია 100 მოწმიდან 18 მოწმე დასაკითხი. გარდა იმ ბრალდებულებისა, რომლებიც არ იძლევიან ჩვენებას. ამ ხალხს სავარაუდოდ დაცვის მხარე თვითონ დაკითხავს, იქიდან გამომდინარე რომ ისინი ბრალდების მხარისთვის ჩვენების მიცემაზე აცხადებენ უარს.
ბრალდების მხარე ელოდება სასამართლოსგან, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, რის საფუძველსაც იძლევა თუნდაც გამოკვლეული და გამოსაკვლევი მტკიცებულებები,“ - ამბობს პროკურორი, დავით ყაზარაშვილი.