ფრიდონ ინჯიამ 2020 წლის არჩევნების შედეგების გადასამოწმებლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კომისია რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაკომპლექტდეს.
"თუ 1%-ზე მეტი იქნება ცდომილება, იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რაც მისასალმებელია, რომ წერტილი დაესვას ყველაფერს ამას და უფრო მეტიც, პოლიტიკიდან მიდის ბატონი კობახიძე. სანამ "ოცნებამ" ეს პირობა არ გადათქვა, ეს დროზეა გასაკეთებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას მთელი ჩვენი ჯგუფი და ყველაფერი იქ უნდა დადგინდეს. რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაკომპლექტდეს დროებითი საგამოძიებო კომისია და წერტილი უნდა დაესვას ყველაფერს ამას,“ - აცხადებს ფრიდონ ინჯია.