პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, თუ არჩევნებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ეს კომისია არ შეიქმნება.
"საგამოძიებო კომისიის შექმნის წინაპირობა არის მასში ოპოზიციის მონაწილეობა. თუ ოპოზიცია მასში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ეს კომისია არ შეიქმნება. ესეც არ შეიძლება, რომ მაინცდამაინც გაყალბდა. მოდით, შევისწავლოთ, ვნახოთ, ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები და ვნახოთ, რა იყო და როგორ იყო,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო არჩევნებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ.