17 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"მგონია, რომ ეს დასავლეთის დასანახად კეთდება" - დავით ზურაბიშვილი ივანიშვილის ქონების გადაცემაზე

დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი აქტივები "ქართუ" ფონდს დასავლელი პარტნიორების დასანახად გადასცა.

ზურაბიშვილის თქმით, ამით ივანიშვილს სურს დასავლეთს დაანახოს, რომ მისი ფინანსები გამაჭვირვალეა.

"უფრო მგონია, რომ ეს დასავლეთის დასანახად კეთდება, რომ მთლიანად ქველმოქმედებაზე ერთვება. მისი ფინანსები არის გამჭვირვალე და არავითარი შავი ფული მას არ აქვს და არ აპირებს თავისი ფინანსური რესურსის პოლიტიკისთვის გამოყენებას.

ქველმოქმედებას ის ადრეც ეწეოდა, თავისთავად, "ქართუს" საქმიანობის მიმართ, პროტესტი არ ჰქონია არავის,"-აღნიშნა "დღის კურიერის" ეთერში დავით ზურაბიშვილმა.

დღის ამბები