"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებით, მესამე ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული დეტალები თებერვლის თვეში გამოჩნდება- ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ პოლიტიკურ ცენტრში, არ მოიაზრება არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნება" და ის, სწორედ მათ ალტერნატივად უნდა ჩამოყალიბდეს:
"მე ვფიქრობ, რომ უკვე თებერვლისკენ, უფრო გამოჩნდება ეს ყველაფერი, ვინ ვის უახლოვდება და რა საერთო აქვთ. ახლა, ნამდვილად ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ არ გვაქვს ყველასთან ჩამოყალიბებული პოზიციები, მაგრამ თებერვლიდან, ნახავთ სხვადასხვა ინიციატივებს. როცა ვამბობთ, ახალი ცენტრის ჩამოყალიბებაზე, სწორედ საპირწონედ უნდა იყოს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის", თუნდაც "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, უნდა ჩაანაცვლოს ამ ახალმა ცენტრმა, რომელსაც დიდი მხარდაჭერა ექნება," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.