28 იანვარი 2021,   05:38
ვრცლად
ჩემი აზრით იმდენად მომწიფდა და დაბრძენდა ქართული საზოგადოება​, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს "ქართულ ოცნებას" - ბიძინა ივანიშვილი

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ ოცნებაზეც ისაუბრა - დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიდეს, თუ მას ჯანსაღი ახალი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს, რომელიც განახლებული იდეებით ქვეყნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

ჩემი აზრით, იმდენად მომწიფდა ქართული საზოგადოება, იმდენი გამოცდილება მიიღო, და დაბრძენდა, რომ უკაცრავად და, ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს "ქართულ ოცნებას".

რა თქმა უნდა, დრო თავისას იზამს, უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება და ამას აჩვენებს საზოგადოებას, რომ უფრო კარგად და დალაგებულად, გააზრებულად შეუძლია ქვეყანა სწორი მიმართულებით ატაროს. ეს არის ჩემი ოცნებაც, რომ ქართულ ოცნებაზე ნიჭიერმა დაიჭიროს ხელისუფლების სადავეები და ქართული ოცნება, დღევანდელი რაც არის, ამის მსგავსი ნიჭით დარჩეს ოპონენტის როლში,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები