უცხოური მედიიდან პირველი თბილისის სტიქიას BBC გამოეხმაურა. BBC რეპორტაჟში თბილისში დაღუპულებისა და ზოოპარკში არსებულ ვითარებაზე ამახვილებდა ყურადღებას.
CNN-ის ინფორმაციით 600 ბინადრიდან ზოოპარკში უმეტესობა სტიქიას შეეწირა.
ჰიპოპოტამი და ზოოპარკის სხვა ბინადრები გაიქცნენ წყალდიდობის შედეგად თბილისში – ამ სათაურითა და იმავე კადრებით იწყებს ახალ ამბავს The Guardian-ი.
უცხოური მედია გამონაკლისის გარეშე აქცენტს ცხოველებზე აკეთებს, მათ შორის დათვზე, რომელიც თავშესაფრის ძიებაში შენობაზე აძვრა.
ოფიციალური განცხადებებიდან ინგლისურენოვან გამოცემებში მოხვდა პატრიარქის ქადაგება იმის თაობაზე, რომ ზოოპარკი კომუნისტებმა საეკლესიო ზარების გადადნობით ნაშოვნი ფულით ააშენეს და რომ ცოდვები დაუსჯელი არ რჩება.
თბილისის სტიქიას თითქმის ყველა მსხვილი უცხოური მედიასაშუალება გამოეხმარუა. ყველაგან ფოკუსში ზოოპარკი, იყო, მისი გარდაცვილი თანამშრომლები და გაქცეული ბინადრები, რომელთაგან ნაწილი დახრჩო, ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი დაკარგულია.
ავტორი: მაია ლომიძე