დაკარგული დებიდან ერთის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ირინა ზარანდიას ცხედარს მზიურის პარკთან მიაკვლიეს.
კრიზისების მართვის საბჭოს წევრები ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მანამ, სანამ ცხედარს ექსპერტიზა არ ჩაუტარდება ვინაობას ვერ დაასახელებენ.
არსებული ინფორმაციით ირინა ზარანდია თავის დასთან და მეგობართან ერთად ტაქსით გუშინ ვაკე-საბურთალოს გზაზე გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით მაშველებს ამ დროისთვის არც ტაქსის მძღოლი და არც ირინას თანმხლები 2 პირი არ უპოვიათ.