17 ნოემბერი 2024,   12:19
ვრცლად
"ჰიუმან რაითს ვოჩი" საქართველოში 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს ანგარიშში აჯამებს

"ჰიუმან რაითს ვოჩი" საქართველოში 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს ანგარიშში, სადაც საუბარია პანდემიაზე, საპარლამენტო არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, შრომით უფლებებზე, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიებასა დ სხვა ფაქტებზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 1300-ზე მეტი საჩივარი იყო შესული სამართალდამცველების და სხვა ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ.

დაწყებული იყო გამოძიება 168 საქმეზე, რომელთა უმეტესობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა, თუმცა, იყო არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შემთხვევებიც.

იმავე პერიოდში, სახალხო დამცველის ოფისს მიღებული ჰქონდა 68 საჩივარი, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებების და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა.

ანგარიშში წერია, რომ მართალია, არჩევნებში გამარჯვებით "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობა შეინარჩუნა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები არ აღიარეს, ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს და ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის უარს ამბობდნენ ახალი მოწვევის პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე.

ეუთოს წინასწარი დასკვნით, არჩევნები ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, მაგრამ „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება“ საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ამცირებდა.

დღის ამბები