17 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
საქართველოში განვითარებული მოვლენები 2020 წელს -Human Rights Watch-ის ანგარიშში არჩევნების შესახებ ეუთოს წინასწარი დასკვნაც მოხვდა 

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოში 2020 წელს განვითარებულ მოვლენებზეცაა საუბარი.

ავტორების შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკურმა დაძაბულობამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმატა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ "ეუთო-ს წინასწარი დასკვნით, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება" საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ამცირებდა. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა კი ამ არჩევნებს "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის "ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი უწოდეს."

უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, გასულ წელს პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე ნარკოპოლიტიკის, ლგბტ+ პირების დისკრიმინაციის, პანდემიის შედეგად უმუშევრობისა და სიღარიბის ზრდის, მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების და მუშაობის სათანადო პირობები.

"2019 წელს დაწყებული მრავალთვიანი პროტესტის და "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტმა შეცვალა შერეული საარჩევნო სისტემა. მართალია, არჩევნებში გამარჯვებით "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობა შეინარჩუნა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები არ აღიარეს, ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს და ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის, უარს ამბობდნენ ახალი მოწვევის პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე. ეუთო-ს წინასწარი დასკვნით, არჩევნები ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, მაგრამ "მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება" საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ამცირებდა. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის "ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი" უწოდეს. არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების გასაპროტესტებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან 8 ნოემბერს შეკრებილი ათეულობით დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა," - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

დღის ამბები