17 ნოემბერი 2024,   12:19
ვრცლად
შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება - პრემიერი

14 იანვარს საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება.

"ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს.

მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ.

დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები