პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "კურიერთან" საუბრისას წინა ხელისუფლების მიერ ვერეს ხეობაში ახალი გზის მშენებლობისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ამ დარგის სპეციალისტი არ არის, თუმცა სპეციალისტებისგან მსგავსი საუბრები მასაც მოსმენილი აქვს.
"ვიცი, რომ საუბრობენ - არასწორად განხორციელებული პროექტის შესახებ, სრულიად შემთხვევით ვნახე ვიდეო. ერთ-ერთი ექსპერტი 2012 წლის ივნისში საუბრობდა ამ პრობლემაზე. რომელიც ზუსად ამას პროგნოზირებდა. ადიდებულმა ვერემ მთლიანად ჩაიტანა ხეობა მტკვარში. ეს ადამიანი საუბრობდა სწორედ ამ პროექტის არასწორი გათვლებით განხორციელებაზე." - განცახად ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ვითარების გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც უფრო კონკრეტული ინფორმაცია ექნება.