17 ნოემბერი 2024,   12:19
ვრცლად
სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტისაც და "გირჩსაც" პარლამენტში - ბექა დავითულიანი

ორთვიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. როდის გაიმართება ფასილიტატორების შუამავლობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მორიგი მოლაპარაკება, ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა პარტიები მზადყოფნას გამოთქვამენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ოპოზიციური კრიზისია და ოპონენტებს პარლამენტში შესვლას ურჩევენ.

"პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში არ არსებობს, არსებობს პარტიული კრიზისი და ოპოზიციური კრიზისი, რაც არ არის ქვეყნისთვის კარგი, თუმცა, თუ დავუკვირდებით პრაგმატული თვალსაზრისით, ეს კრიზისი, პირველ რიგში, აზიანებს ოპოზიციას. ამიტომ, ჯობია დროზე გონს მოეგონ, გადადგან ნაბიჯები, რომელიც წაადგება ქვეყანას და დემოკრატიის განვითარებას და შემოვიდნენ პარლამენტში.

სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და "გირჩსაც" პარლამენტში. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ეს მზაობა არაერთხელ განგვიცხადებია," -განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა.

"ვინც პრეტენზიას წარმოთქვამს, მან უნდა ამტკიცოს. ისინი ვერაფერს ამტკიცებენ, რაც კი ჰქონდათ მტკიცებულებები, ყველა არგუმენტი ზედმიწევნით გაბათილდა. არანაირი ხელმოსაჭიდი არგუმენტი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მრწამსის დონეზე აიყვანეს ეს რწმენა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ცოტა არ იყოს, ირონიულია," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები