17 ნოემბერი 2024,   12:16
ვრცლად
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია და პარტიული თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" და გენერალური მდივნის თანამდებობა. მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის," - წერს გიგლა ბარამიძე.

დღის ამბები