პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის გაბუტვის რეჟიმი გაურკვეველი ვადით ვერ გაგრძელდება.
მისი თქმით, კონსულტაციებში ყველა ოპოზიციური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი.
"ასე ვერ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ოპოზიცია ვერ იქნება გაბუტულ რეჟიმში გაურკვეველი ვადით. ეს მეხუთე რაუნდიც ჰაერშია გამოკიდებული, ამ მეხუთე რაუნდამდე მისვლაც არის საჭირო კონკრეტული ინიციატივით და კონკრეტული წინადადებით.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს რაღაც შეთავაზება ოპოზიციისთვის, ვისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნები, რომელიც შეიძლება იყოს განხილვის საკითხი.
ჩვენ ერთად გავაგრძელებთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს: დაგეგმილი გვაქვს, რომ შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს, "ლელოს" და ა.შ, რომ ჩვენი ხედვა გავაცნოთ. ეს ის პარტიებია, რომელთაგანაც ისმის, რომ მოლაპარაკება არის პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა.
ფეხების ბაკუნი არ არის გამოსავალი და ამ ფეხების ბაკუნის უკან რა არის ჩვენ ვერ ვხედავთ.
მე ალეკოსგან განსხვავებული პოზიცია არ მაქვს. თუ ის არ წამოვა "ევროპულ საქართველოსთან" მე წავალ. ესაა განსხვავებული პოზიცია?- ის უფრო ემოციურია და ზედმეტად ემოციურად აფასებს იმ წუთში რაღაც მოვლენებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ არის არც ალეკოსთვის და არც არავისთვისაა პრობლემა, რომ კონსულტაციებში ყველა იყოს წარმოდგენილი,"-აღნიშნა ლევან იოსელიანმა.