17 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში, მომდევნო რაუნდი გაიმართება - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წინ, მათ რამდენიმე კომპრომისული წინადადება აქვთ და ახლა ჯერი "ქართულ ოცნებაზეა".

ჩიხლაძის განცხადებით, მეხუთე რაუნდი იმიტომ არ იმართება, რომ "ქართული ოცნება" არ მოდის მოლაპარაკებებზე.

"მთელი ოპიზიცია უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხელისუფლების შემხვედრი პოზიციაც უნდა ვიცოდეთ. ჩვენ რამდენიმე კომპრომისული წინადადება გავაჟღერეთ, კიდევ გვაქვს რეზერვში რამდენიმე კომპრომისული წინადადება, მაგრამ ხელისუფლებსგან არ მოსულა შემხვედრი ნაბიჯები და ჩვენ ხომ არ დავიწყებთ საკუთარ თავთან მოლაპარაკებებს.

მეხუთე რაუნდი იმიტომ არ იმართება, რომ "ქართული ოცნება" არ მოდის მოლაპარაკებებზე, მოლოდინშია საზოგადოება, ოპოზიციური სპექტრი, ფასილიტატორი ელჩები, მეექვე კვირა იწყება უკვე. "ქართულ ოცნებაში" ვერ შეთანხმდენ რა წინადადებით მოვიდნენ და პირდაპირ გეტყვით, ინფორმაცია გვაქვს, რომ "ქართულ ოცნებაშიც" არის აზრთა სხვადასხვაობა, რა სახის ადეკვატური შემხვედრი წინადადებით წარსდგენ მოლაპარაკებებზე. 

თუ ასეთი შეთანხმებული პოზიცია არ იქნება ხელისუფლეებისგან, მაშინ რაუნდი რაუნდისთვის უბრალოდ აზრი არ აქვს. მე მაინც ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში, გაიმართოს მომდევნო რაუნდი, რომელიც შემდეგ გვიჩვენებს, აქვს გაგრძელებას აზრი,  თუ არ არის არანაირი პერსპექტივა,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

დღის ამბები