"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი იაგო ხვიჩიას ინიციატივას არ იზიარებს. საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების როგორც პლებისციტად ჩატარების საკითხზე.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, "პოლიტიკური ტოტალიზატორის" თამაში ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არასწორია.
"პოლიტიკურად, აი ეს, რაღაც პოლიტიკური ტოტალიზატორის თამაში ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით - ეს მგონია ძირშივე არასწორი იმიტომ, რომ თვისობრივად, სხვადასხვა ტიპის არჩევნებია: არჩევნები ხელისუფლებას ცვლის და იქ, ამომრჩევლის მოტივაცია ერთია და ადგილობრივი არჩევნები სულ სხვა ტიპის არჩევნებია, სადაც გამგებლებს, საკრებულოებს ირჩევენ და მით უმეტეს ოპოზიციური ამომრჩევლის მოტივაცია გაცილებით უფრო დაბალია.
"გირჩის" ინიციატივას ვერ ვიზიარებ იმიტომ, რომ თავისთავად პოლიტიკურ ტოტალიზატორში შესვლა, რომ რაღაც სანაძლეო დაუდო, თუ მოვიგებთ, თუ წავაგებთ, მერე დავნიშნოთო - ესეც არასწორი მგონია. და ბოლოს, რატოღაც მგონია, რომ არასწორია ამ კუთხით სიარული არის ის, რომ ე.ი. შენ "ოცნებას" დამატებით მოტივაციას უჩენ, რომ რაც შეიძლება მეტი გააყალბოს ადგილობრივ არჩევნებზე, კი არ გამოასწოროს ის გაყალბების მანქანა, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში შექმნეს, პირიქით.
ასეთი წესებით თუ შედიხარ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე სანაძლეო გაქვს დადებული, რას შეგაცვლევინებენ? პირიქით, შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება მაგრად გაგიყალბონ ეს ადგილობრივი არჩევნები," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.