17 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ელისაშვილისგან კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა სასაუბროდ მზად ვართ - ანა ნაცვლიშვილი

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი "გირჩის" ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც ინდივიდუალურ დიალოგს გულისხმობს. 

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან კონკრეტული კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა სასაუბროდ მზად არიან.  ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ სწორი იქნება, თუკი საერთო ოპოზიციური ფორმატი აღდგება. 

"ალეკო ელისაშვილის მხრიდან არ ყოფილა კომუნიკაცია, მაგრამ ასეთი კომუნიკაცია, როგორც მან დააანონსა, იქნება და რასაკვირველია, სასაუბროდ მზად ვართ, თუმცა მიმაჩნია, რომ სწორი იქნება აღდგეს ის საერთო ოპოზიციური ფორმატი და ეს ამის პრობლემა არ მგონია რომ იყოს. "ლელოს" კარი ღიაა და რჩება ღია, მიუხედავად პერიპეტიებისა, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ინდივიდუალური ფორმატის მომხრე არ არის და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან და საზოგადოებასთან არაფერი არ აქვს დასამალი.  

"არ ვარ მაინცდამაინც ინდივიდუალური ფორმატისა, მიმაჩნია, რომ დასამალი ოპოზიციას ერთმანეთთან არაფერი არ გვაქვს და საერთოდ, არც საზოგადოებასთან გვაქვს რამე დასამალი. ამიტომ, ინდივიდუალური შეხვედრების დიდად მომხრე არ ვიქნებოდი, თუმცა თუ ეს აბსოლუტურად ერთადერთი ფორმატია, სადაც ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ყოფნა, შეიძლება ეს ადამიანურად გავიგოთ. მე ვემხრობი, რომ გაგრძელდეს ის საერთო ოპოზიციური ფორმატი,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები