პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის იმ წინადადებაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნება უნდა დათანხმდეს წპირობას, რომ თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია ჯამურად უმრავლესობის შედეგზე მეტ ხმას აიღებს, ეს ავტომატურად 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი გახდება.
შალვა პაპუაშვილი მსგავსი წინადადების განხილვას არასწორად მიიჩნევს.
"ასეთი შეთავაზებით გამოდის, რომ ჩვენ ადგილობრივი არჩევნები, და შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ცენტრალური ხელისუფლების ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლება, ეს ცალკეა და ეს გვინდა წავახალისოთ, რომ იყოს დამოუკიდებელი, არ იყოს ჩამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ამ წინადადებით გამოდის, რომ ჩვენ გვინდა ადგილობრივი არჩევნები ვაქციოთ ფაქტობრივად საპარალამენტო არჩევნებად. ამითი, რომელიც თავის მხრივ 4 წლით აირჩევიან, ფაქტობრივად შევიტანოთ ის პოლიტიკური დატვირთვა მივცეთ ამ არჩევნებს, რომელიც მას არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ეს პოლიტიკურადაც არასწორია და მე არ მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტა იყოს.
ხომ უნდა დაფიქრდნენ სახელმწიფოზე, ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელსაც თავისი ფუნქციები აქვს და ამის ასეთ პოლიტიკურ მასშტაბში გადმოტანა არის არასწორი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.