20 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
გეოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძე ვერეს ხეობაში განხორციელებულ პროექტს აკრიტიკებს

გეოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძე "კურიერთან" საუბრისას ბუნებრივ და ხელოვნურ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ვერეს ხეობაში ასეთი ფაქტები ადრეც მომხდარა.

გეოლოგი 1932 წელს ხეობაში აშენებული ხიდის დანგრევის ფაქტსა და ზოოპარკის ერთხელ უკვე დატბორვის ისტორიას იხსენებს.

"ასეთი წყალდიდობები ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. მეწყერის გარეშეც ისეთი დიდი ნალექი იყო, რომ მაინც ასეთი შედეგი იქნებოდა", - ამბობს ჭიჭიკო ჯანელიძე.

ხელოვნურ მიზეზებზე საუბრისას გეოლოგი ვერეს ხეობაში განხორციელებულ პროექტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მდინარის ჭალაში ასეთი ინფრასტრუქტურის აშენება არ შეიძლება, რადგან ის ნალექის დროს ყოველთვის იფარება წლით. 

დღის ამბები