17 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ ისინი, ვისაც მანდატები აქვთ - ლევან იოსელიანი

როგორ გააგრძელებს ოპოზიცია შიდა კონსულტაციებს, ისევ გაურკვეველია. ახალი ინიციატივით გამოდის "გირჩი", რომელიც საუბრისთვის მზადაა მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც სადეპუტატო მანდატი აქვთ.

ამის მიზეზად დასახელდა არაერთი მცდელობა "ევროპული საქართველოს" ლიდერების მხრიდან, რომ  თითქმის შეთანხმებამდე მისული მოლაპარაკებები ჩაშლილიყო.

"ბუნებრივია, მოლაპარაკებებში, სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა მოტივაცია აქვთ. შესაძლოა ვცდებოდეთ, მაგრამ გვქონდეს განცდა, რომ მაგალითად "ევროპულ საქართველოში" პიროვნულ დონეზე არ არიან დაინტერესებულები მოლაპარაკების წარმატებულად დასრულებაში. ვერ ვხედავ, რომ ისინი ამ კონკრეტულ მომენტში ჩემი თანამოაზრეები არიან, ამის გამო ხომ მაქვს უფლება სხვა ადამიანებსაც ვკითხო. იქნებ სხვები არიან ჩემი თანამოაზრეები," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 

ალეკო ელისაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას იღებენ ისინი, ვისაც მანდატები აქვთ და სხვამ ეს არ უნდა გააკეთოს. 

"ევროპულ საქართველოში" თუ ფიქრობენ, რომ განსხვავებული აზრი უნდა დაითრგუნოს, ძალიან ცუდია. პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებენ ისინი, ვისაც მანდატები აქვთ. ამიტომ, მათ ნაცვლად სხვამ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. ლოგიკურია, უნდა ესაუბრო მათ, ვისაც ეს მანდატი აქვს. სწორედ ის არის თავისი ამომრჩევლის წინაში პასუხისმგებელი,"- აღნიშნავს პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.

 

 

დღის ამბები