19 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში - უწყება "კოვაქს" პლატფორმისთვის საპასუხო წერილს ამზადებს

ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილება როგორ მოემზადება ქვეყანა ვაქცინაციის დაწყებისთვის. 

სპეციალური ჯგუფი უკვე რამდენიმე საათია, რაც მსჯელობს პროტოკოლზე. ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, შეთანხმდნენ თუ არა სპეციალისტები სამოქმედო გეგმაზე.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრომ "კოვაქს" პლატფორმიდან მიიღო წერილი, ხოლო საპასუხო წერილს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მზაობაა ქვეყანაში ვაქცინის მისაღებად, უწყება 18 იანვარს გააგზავნის.

"ჩვენ ვართ გაერთიანებული კოვაქს პლატფორმაში, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პირველი ეტაპისთვის მივიღოთ "ფაიზერის" ვაქცინა. კოვაქს პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გავცეთ მათ პასუხი იმის შესახებ, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის შემოტანა და სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის პირველი კვარტალი," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები