19 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
სამდღიანი მოლაპარაკების შედეგი - სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

სამდღიანი მოლაპარაკების შედეგი - სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ლოცვის შემდეგ მუსლიმმა თემმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა პირობა დადეს, რომ იცხოვრებენ ისე, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში და კონფლიქტი მათ შორის აღარ გამწვავდება.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი ადამ შანთაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი თანაცხოვრება.

"ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დასაბამი მარადიული ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობისა. ჩვენ დიდი ისტორიის ქვეყანა ვართ და როგორც ისტორიულად, მრავალფეროვნებით ვცხოვრობდით, ასევე უნდა გაგრძელდეს,"-აღნიშნა ადამ შანთაძემ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. 

"ეს შემთხვევა აღმოიფხვრა, გაუგებრობა აღარ არსებობს. მე მინდა გთხოვოთ, რომ ყველამ ერთმანეთს მოუწოდოთ მეგობრობისკენ. უნდა გავაგრძელოთ თანაცხოვრება ყველას უფლებების დაცვით,"-აღნიშნა ნინო წილოსანმა.

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში 2 იანვარს გადაიზარდა. დაშავდა რამდენიმე ახალგაზრდა. ერთი პირი კი სამართალდამცველებმა მაშინვე ადგილზე დააკავეს.

დღის ამბები