17 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანას გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა ექნება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველო სექტემბერში "კოვაქს" პლატფორმაზე გაწევრიანდა, რომელიც ქვეყანას გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინის მიღების საშუალებას აძლევს. მინისტრი ამბობს, რომ "კოვაქს" პლატფორმა ამის გარანტიებს, გარკვეულწილად, იძლევა. 

საუბარია "ფაიზერის" ვაქცინაზე, რომლის დოზირება ორეტაპიანია. 

"ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმოწერა "კოვაქს" პლატფორმასთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე სექტემბრის თვეში გავწევრიანდით ამ პლატფორმაზე, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს ჩვენი მოქალაქეებისთვის მივიღოთ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა და ეს იყო ჩვენი მთავარი წინაპირობა იმის, რომ "კოვაქს" პლატფორმა ჩვენ ამის გარკვეულ გარანტიებს გვაძლევს. 6 იანვრის წერილში, რომელიც ჩვენ მივიღეთ "კოვაქს" პლატფორმიდან, საუბარი არის "ფაიზერის" ვაქცინაზე, რომლის დოზირება არის ორეტაპიანი, როგორც საზოგადოებისთვისაც ცნობილია.

დღეს უკვე გამზადდა წერილი, რომელიც გაიგზავნება კოვაქს პლატფორმაზე. ყველა იმ შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიც განხორციელდა საქართველოში, ვაქცინაციის მომზადების პერიოდისთვის. ჩვენ გვაქვს დეტალური აღწერილობა იმ ინფრასტრუქტურული მზაობის, რომელიც გაგვაჩნია, ასევე ტექნიკური მზაობის, რომელიც უზრუნველყოფს ცივ ჯაჭვს ამ ვაქცინისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს კონკრეტულ გეგმა ექიმების გადამზადების და ინფორმაციული მზაობის,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ ყოველი დღე არის გამოყენებული იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუფერხებლად მიიღოს ვაქცინა და ამ კუთხით პროცესები დაგვიანებული არ არის. 

"ჩვენ დაგვიანებული ამ კუთხით ნამდვილად არ ვართ, ყოველი დღე არის მოხმარებული იმას, რომ მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე საინფორმაციო მიმართულებით. გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის,“ - ამბობს მინისტრი.

 

დღის ამბები