03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
თბილისობასთან დაკავშირებით გზებზე შეზღუდვები დაწესდა

თბილისობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობა იკრძალება ევროპის მოედნის მიმართულებით ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან, ასევე ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით.

იკრძალება პარკირება გორგასლის ქუჩაზე,

სანაპიროზე მოძრავი ავტომობილები უნდა გადაადგილდნენ გამსახურდიას სანაპიროს გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით. პარკირება კი შესაძლებელია ევროპის მოედნის მიწისქვეშა ავტოსადგომზე. 

თბილისის მეტროპოლიტენი და საბაგირო კი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები