20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
თბილისი ზოოპარკის გარეშე დარჩა - ცხოველთა დიდი ნაწილი დღეს დაკრძალეს

სტიქიამ თბილისში ათობით ცხოველის სიცოცხლე შეიწირა, თბილისი კი ფაქტობრივად ერთადერთი ზოოპარკის გარეშე დარჩა. 

ადიდებულმა ვერეს ხეობამ და მიწის მასამ მთლიანად დაფარა ზოოპარკის ქვედა ტერიტორია, დაღუპულები არიან, ლომები, დათვები, აფთხები, მაიმუნები, პინგვინები და სხვა კიდე ათობით ცხოველი. 

თუ რამდენი ცხოველი ემსხვერპლა სტიქიას, ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის. 

ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული გასართობი ატრაქციონები სრულად არის მწყობრიდან გამოსული მათი დიდი ნაწილის პოვნა საერთოდ ვერ ხერხდება, ნაწილი კი მიწის ქვეშ არის მოქცეული. 

ცხოველებთან ერთად ზოოპარკში 3 მომვლელი გარდაიცვალა, სამივე მათგანი ზოოპარკში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და გუშინ ბოლო წუთამდე ცხოველების გადარჩენას ცდილობდნენ. დაღუპულთა შორის არის ქალი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ვეფხვმა დაკბინა, თუმცა ის ამის მიუხედავად სწორედ მათ გადარჩენას ემსხვერპლა.

ზოოპარკის ადმინისტრაციაში სამომავლო გეგმებზე ვერ საუბრობენ, ამბობენ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ გადარჩენილი ცხოველების შესანარჩუნებლად.  

 

ავტორები: გვანცა სუთიძე, აკა ჯორბენაძე, ნიკა ლებანიძე, სოსო წიკლაური

ამავე თემაზე
დღის ამბები