ვასილ მაღლაფერიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება ყრილობაზე მიიღო.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაც აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება.
ყრილობას, რომელიც ექსპოჯორჯიაში გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრო.
შეგახსენებთ, ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის დირექტორობიდან 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა.