17 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
"საქართველოში ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის" - ვაშინგტონ პოსტი სტატიას აქვეყნებს

საქართველოში ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. ბევრს მისი არ სჯერა - ამ სათაურით "ვაშინგტონ პოსტი" სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ "თითქმის ათი წელია საქართველოს - ტრამპის მსგავსი ლიდერი მართავს".

"მილიარდელი, რომელმაც პოლიტიკური ძალა შექმნა, შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნის დე ფაქტო მმართველად იქცა. ახლა, 64 წლის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თავისი ბედი ქველმოქმედებისკენ წარმართოს. ეს შთამაგონებელი ამბავია, მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები ხშირად ძალაუფლებას ეჭიდებიან და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით.

ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებიდან და პოლიტ-ანალიტიკოსებიდან ცოტას თუ სჯერა მისი წასვლის. ისინი ვარაუდობენ რომ ივანიშვილი, მმართველობას კულისებიდან გააგრძელებს და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელსაც მზარდ ანტი-დემოკრატიულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ," - წერს "ვაშინგტონ პოსტი".

დღის ამბები