17 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სამდივნო ოთხი სუბიექტით იქნება წარმოდგენილი

ზუსტად ორ საათში, "ქართული ოცნების" ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, - მმართველ პარტიაში, სხვა ცვლილებებიც იქნება. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 15-დან 21-წევრამდე იზრდება.

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის თქმით, პარტიის სამდივნოში სულ ოთხი კაცი იქნება.

"რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სტრუქტურას ამასთან დაკავშირებით უკვე არის წინასწარი ცნობები, რომ 4 კაცი იქნება სამდივნოში. ყრილობის შემდეგ შედგება სხდომა რის შემდეგაც საბჭო იქნება უფლებამოსილი იმსჯელოს სამდივნოზე,"- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი ყრილობა საეტაპოა "ქართული ოცნებისთვის".

"დღევანდელი ყრილობა არის საეტაპო "ქართული ოცნებისთვის" ერთის მხრივ იქნება ახალი თავმჯდომარის არჩევა, რომელიც იქნება ირაკლი კობახიძე ის არის განსაკუთრებულად კარგი კანდიდატი ამ პოსტზე. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს "ქართული ოცნების" იდეოლოგიურ, სტრუქტურულ გაძლიერებაში,"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები