ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არასწორად დაგეგმილი პროექტის განხორციელებაზე გაკეთებულ განცხადებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მომხდარის პოლიტიზირება დაუშვებელია.
„ეს ადამიანური ტრაგედიები არ შეიძლება პოლიტიკური პლატფრომიდან, ან პოლიტიკური ქულების დაწერისთვის დაიჭირა. სამწუხაროა, რომ ასეთი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან იყო, თუმცა მათი ბრალდებები, არასწორად დაპროექტებული პროექტის შესახებ, არ ემყარებოდა პროფესიონალების დასკვნებს“, - განცხადა ირაკლი აბესაძემ