ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე, დაშავებულთა კი ათასამდე გაიზარდა.
სულავესის კუნძულზე 6.2-ი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაინგრა და დაზიანდა სახლები, გზები, ხიდები, საკომუნიკაციო ქსელები. მიწისძვრის გამო.
15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.