17 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ - მმართველი პარტიის განახლებული პოლიტსაბჭო და სტრატეგია

დღეიდან, უკვე ოფიციალურად, ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდს ჩამოშორდა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ირაკლი კობახიძემ შეცვალა, ის უმრავლესობის პარტიის ახალ თავმჯდომარედ ყრილობის დელეგატებმა ერთხმად აირჩია.

ყრილობაზე წარადგინეს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც, სადაც 15-ის ნაცვლად გუნდი 6 ახალი წევრით 21-მდე გაიზარდა.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: 

ირაკლი კობახიძე; კახა კალაძე; ვასილ მაღლაფერიძე; გიორგი გახარია; არჩილ თალაკვაძე; მაია ცქიტიშვილი; გიორგი ვოლსკი; ირაკლი ღარიბაშვილი; თეა წულუკიანი; მამუკა მდინარაძე; კახაბერ კუჭავა; ვახტანგ გომელაური; ივანე მაჭავარიანი; სოზარ სუბარი და დიმიტრი სამხარაძე. 

მათშორის პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ექვსი ახალი სახე გახდა: თორნიკე რიჟვაძე, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ბოჭორიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე, რომელიც ექსპოჯორჯიაში მიმდინარეობს და 400-მდე დელეგატი ესწრება. 

დღის ამბები