17 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
პარლამენტში შესვლის წინაპირობებთან დაკავშირებით ოპოზიციის შიდა კონსულტაციებს მმართველ პარტიაში დადებითად აფასებენ

ოპოზიციის შიდა კონსულტაციებს პარლამენტში შესვლის წინაპირობებთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ პოზიციების შეჯერდება  და ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება:

"თუკი რაიმე სახის პოზიციების დაახლოება ხდება მათ შორის, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელი არის. მე იმედი მაქვს რომ მათი პოზიციები საბოლოო ჯამში იმდაგვარად შეჯერდება, რომ ისინი დაინახავენ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ ვითარებაში არის საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებს მიესალმება დავით სერგეენკოც და საკანონმდებლო ორგანოში ოპონენტების შესვლის იმედი აქვს:

"საუკეთესო ადგილი პოლიტიკური ოპონირებისთვის არის პარლამენტი და არა ქუჩა. თუ ამ პარტიების წარმომადგენლები გადაწყვეტენ, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და პარლამენტში შემოვიდნენ, ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით," - აღნიშნა დავით სერგეენკომ.​

დღის ამბები