მიუსხდებიან თუ არა პოლიტიკური ოპონენტები მეხუთედ მოლაპარაკების მაგიდას - ეს საკითხი ერთ თვეზე მეტია ღიაა. 8 დეკემბრის, ანუ მეოთხე რაუნდის შემდეგ ამ თარიღის ჩანიშვნა ერთ-ერთი თემაა, რაზეც კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.
გაჩნდა შეკითხვა, საერთოდ გაიმართება თუ არა მეხუთე რაუნდი. ოპოზციის ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკური ოპონენტები უახლოეს კვირებში არ შეხვდნენ ერთმანეთს, მოლაპარაკების ეს ფორმატი აზრს დაკარგავს.
თვეების წინ შემუშავებული მოთხოვნების პარალელურად, მეხუთე რაუნდზე ახალი ინიციატივებიც გახმოვანდება. მოლაპარაკებაზე ცალკეული რამდენიმე პარტია საკუთარი წინადადებით მისვლას აპირებს.
მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს უმრავლესობა. მმართველ გუნდში შეთანხმების იმედი აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მეხუთე რაუნდის შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.