17 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს, ინფიცირების გავრცელების 110 შემთხვევა რეალური არ არის - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკაზე და ტესტირებების დადებითობის მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, შემთხვევების კლებასთან დაკავშირებით, ტენდენცია დადებითია, თუმცა დამშვიდების საფუძველი, ჯერჯერობით, არაა:

"საქართველოში ჩვენ დღეს გვაქვს 110 ახალი შემთხვევა, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ არის, იმიტომ, რომ ეს არის 5 000 ჩატარებული ტესტიდან.

მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს ხოლმე, ზოგადად, მიმართვიანობა  სამედიცინო დაწესებულებებში, ამიტომ ეს 110 შემთხვევა, რა თქმა უნდა, არ არის რეალური ქვეყანაში ინფექციის გავრცელების. თუმცა, ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 2.2%-ია, ბოლო ერთ კვირაში 8.9%, ბოლო 30 დღის საშუალო მაჩვენებელი კი - 11.9%-ია.

დღის ამბები