"გირჩისთვის" შიდა კონსულტაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან წამოსული უარი გარკვეულწილად მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერისთვის, ინიციატივა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთგვარი პლებისციტის ფუნქციის მინიჭებასაც გულისხმობს, სიახლე არ ყოფილა და გიორგი ვაშაძეც მას, როგორც კომპრომისის ვარიანტს ისე განიხილავდა:
"დიდი ხანია ვხვდები ამაზე ოპოზიციას, ველაპარაკები მათ და არ უთქვამთ, რომ ეს სისულელეა, სხვანაირად ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ბატონ გიორგი ვაშაძესთან მანამდე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. გავლილი გვქონდა ეს თემა, მას არ უთქვამს, რომ ეს გეგმა არ მოსწონს და ჩვენ მასთან შეთანხმებით დავიწყეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან სიარული და გარკვევა ამ ამბის, ის, რომ ეს იქნებოდა მისაღები და კომპრომისი, სადაც ოპოზიცია სახის შენარჩუნებას შეძლებდა, ისევე როგორც ხელისუფლება, მაშინ ბატონი გიორგი ვაშაძე ასე ფიქრობდა,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეუთანხმებლობის შემთხვევაში იაგო ხვიჩია სრული ბოიკოტირების მომხრეა:
"თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით ვადამდელი არჩევნების თარიღზე, ან სხვა ტიპის შეთანხმებაზე, რის გამოც საპარლამენტო არჩევნები ან დაინიშნება, ან ჩვენ შევალთ საქართველოს პარლამენტში, არ მივიღებ მონაწილეობას არცერთი ტიპის არჩევნებში, სადაც არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, იმასაც გამოვითხოვდი სრული ბოიკოტის ნიშნად, იმიტომ, რომ მხოლოდ ეს ასერიოზულებს ჩვენს ქმედებას ფასილიტატორების თვალში," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.