საკმარისად მუშაობს თუ არა ჯანდაცვის უწყება იმისათვის, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს ვაქცინაციის აუცილებლობაზე - ამაზე "დღის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხზე სამუშაო ნამდვილად ბევრია.
"საინფორმაციო კამპანია მეტად აქტიური უნდა იყოს იმისათვის, რომ უნდობლობის ფაქტორი, რაც დღეს არის, შეიცვალოს. ჩვენ გავააქტიურებთ ამ მუშაობას, საკმაოდ მეტი მუშაობაა საჭირო, როგორც ცრუ ინფორმაციების გასაქარწყლებლად, ასევე, ვაქცინების შესახებ მოსახლეობისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად. ეს ცვლილება კი მომავალი კვირიდან უფრო თვალსაჩინო გახდება," - აცხადებს თამარ გაბუნია.