03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ქართული ღვინო ჩინეთის გამოფენაზე

ქართული კომპანიები ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში სასმელებისა და კვების მრეწველობის გამოფენაში მონაწილეობენ.

საკუთარი პროდუქცია 72 ქვეყნის 4 000-ზე მეტ კომპანიას აქვს წარმოდგენილი. გამოფენაში ქართული წვენების, წყლის, ასევე კვების მრეწველობაში მოქმედი კომპანიები მონაწილეობენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება და საქართველოს ღვინის ექსპორტი ჩინეთში წელს 100%-ზე მეტით არის მომატებული.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, ღვინის ბაზრის დივერსიფიცირების თვალსაზრისით, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

 

 

 

დღის ამბები