ვაქცინაცია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. ყველაზე წინ არის ისრაელი, რომელმაც უკვე 2 300 000 მოქალაქე აცრა, ყოველ 100 კაცში - 26 ადამიანი.
შემდეგ მოდის ემირატები, რომელსაც ყოველ 100 მოსახლეში 18 მოქალაქე ჰყავს აცრილი და მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, სადაც უკვე გამოიყენეს 4 300 000 დოზა, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 კაცში თითქმის 7 აცრილია.
გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით, ჯერჯერობით ბევრად დაბალია იმუნიზაციის მაჩვენებელი კონტინენტურ ევროპაში.
მსოფლიო იმუნიზაციაში უკვე მოყვნენ ქართველებიც, ძირითადად ექიმები, რომლებიც საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ.