17 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების შერჩევა დღეს შედგება

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცედურა, დღეს შედგება. 

საქართველომ პოსტზე მეორე ვადით, მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა. საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერის ფარგლებში, მადრიდში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

"ყურადღება დაეთმო ცირკულარულ მიგრაციას, ვინაიდან ეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. გარდა ამისა, შეხვედრა იყო შს მინისტრთან, სადაც ძალიან დიდი მიღწევები აქვს საქართველოსა და ესპანეთს. მინისტრი დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავლში მოხდება საქართველოს მართვის მოწმობების აღიარება ესპანეთში," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში, ანდორის სამთავროში, ალჟირსა და მაროკოში ილია გიორგაძე.

დავით ზალკალიანმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უკვე გამართა შეხვედრები ესპანეთის სამეფოს საგარეო და შს მინისტრებთან, ისევე როგორც ესპანეთის მეფესთან.

დღის ამბები