პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მიზანი შეთანხმების მიღწევა არასოდეს ყოფილა.
"ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მიზანი არასოდეს ყოფილა შეთანხმების მიღწევა. ეს იყო ერთგვარი ფარსი მათი მხრიდან, რასაც ადასტურებს ყოველი მათი ქმედება რაუნდებზე. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას არა მხოლოდ ამ პროცესების, არამედ მათი ამომრჩევლების მიმართაც. მე ვფიქრობ, მსგავსი აქტორების ადგილი არც პოლიტიკაშია და არც პარლამენტში,"- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მოლაპარაკების მეხუთე რაუნდში მონაწილეობაზე მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა პოზიციები განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით არ დაახლოებულა.
მმართველ პარტიაში თვლიან, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესს რეალური შედეგი მოჰყვება. "ქართულ ოცნებაში" ისევ განმარტავენ, რომ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ იქნება.