პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ძირითად პროცესს აფერხებს, "ქართულ ოცნებას" კი მოლაპარაკებები არ სურს ოპოზიციის გაბუტულ რეჟიმში ყოფნა აწყობს.
"ოპოზიცია აფერხებს ძირითადად პროცესს. "ქართულ ოცნებას" არ უნდა მოლაპარაკება, რადგან არ უნდა დათმობა საარჩევნო სისტემის. რატომ უნდა დათმოს? არ ურჩევნია, რომ ასეთი ჭუჭყიანი არჩევნები ატაროს? იმ ბრძოლის, იმ ბოიკოტის შედეგი იყო, რომ უკან დაიხია, მაგრამ ახლა აწყობს ოპოზიცია იყოს ასეთ გაბუტულ რეჟიმში.
ოპოზიციის ერთი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ხვდება რას აკეთებს. ჩვენთვის მიზანი იყო ის, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელსაც ვითხოვდით, გამოგვეგლიჯა ოცნებისთვის ხელიდან. ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა, უბრალოდ ცხოვრების წესია, ჩვენ ასე არ ვხედავთ ამას. ბოდიში, რომ სხვანაირად ვაზროვნებთ და განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს,"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.