"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთიანობის ერთ-ერთი რეზულტატი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაც არის.
"ოპოზიციის ერთიანობის ერთ-ერთი რეზულტატი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაც არის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წავიდა და აგიხსნით რატომ: ადამიანი, რომელიც კამპანიას უდგას სათავეში, არის პირველი პირი, პარტიის თავმჯდომარე, ყველგან მისი რეკლამაა, გაყალბებული არჩევნებით იგებს არჩევნებს და ორ კვირაში ტოვებს გამარჯვებულ გემს, ეს ნიშნავს, რომ ის მოედნიდან გაიქცა, ნიშნავს, რომ გემიდან, რომელიც იძირება, წავიდა,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.