17 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"არ მითხარი, ომია ძმაო და მერე რამე იქნებაო?" - ალეკო ელისაშვილი და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ღამის კურიერის ეთერში "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კამათი მამუკა ხაზარაძის სიტყვებმა გამოიწვია, რომლითაც მან ალეკო ელისაშვილს მიმართა: "სირცხვილი არის ის, რომ თქვენ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს".

საპასუხოდ ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს შეხვედრების დროს გამართული საუბარი გაახსენა.

"ჩვენ რამეზე შევთანხმდით?! ქურდული გარჩევა გვქონდა თუ პირადი საუბარი. ერთადერთი რასაც ვნანობ, რომ მაშინვე არ ჩავრთეთ ყველაფერი პირდაპირ ეთერში. ხალხმა უნდა იცოდეს, ხალხის ზურგს უკან რას ვლაპარაკობდით. რა არ გვილაპარაკია, იმდენი ხალხი ვიყავით და ზუსტად მასე მითხარით, მთავარი რასაც ვიძახდით, თუ ბოიკოტში ვრჩებით და ბოიკოტში ვრჩებით, რა ხდება მერე, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს?! არ მითხარი, შენ შემოხვედი გვიან და გკითხე რომ ბიზნესმენი კაცი ხარ, მილიონერი, პრაგმატული, გეგმებზე ფიქრობ სულ... სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, ომია ძმა და მერე რა იქნებაო... არ გითხარი ნებისმიერ ომში გამოგყვებითქო," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

"თქვენ, ბატონი ალეკო, ბრძანდებით მატყუარა" - უპასუხა ხაზარაძემ, რაზეც ელისაშვილმა მას სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა. 

 

დღის ამბები