გაიხილავს თუ არა "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ევროპული საქართველო" შესაძლო ალიანსს - "ღამის კურიერში" სტუმრობისას თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ჩარკვიანის ინფორმაციით, მოლაპარაკები უფრო ტექნოლოგიურ პროექტებს მოიცავს "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის.
"ჩემთან ეს არ განხილულა. მე ასე მარტივად არავისთან არ ვერთიანდები, გამორიცხული ამბავია. ამ მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ წეღან სწორად თქვა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გაფართოებულ მესამე ძალაზე არის საუბარი, იმიტომ რომ გარდა პარტიებისა და ლიდერებისა, მოქალაქეების სურვილია დიდი და იქ უკვე მთავარია პარლამენტში, ვინც იქნება იმ ოთხი რეფორმირებული პუნქტის ქვეშ, აუცილებლად იქნება დასავლური ვექტორი. "ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ ვინც იქნება, აუცილებლად, ერთად უნდა ვიყოთ. ახლა მოლაპარაკები უფრო ტექნოლოგიურ პროექტებს მოიცავს "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.