17 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ალეკო ელისაშვილის ქმედებებს ვემიჯნები, თუმცა მასთან ურთიერთობას არ გავწყვეტ და გინებას არ დავუწყებ - იაგო ხვიჩია

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ქმედებებს ემიჯნება, თუმცა, მასთან თანამშრომლობის გაწყვეტას არ აპირებს.

მისივე თქმით, პირადმა დამოკიდებულებამ საქმის კეთებას ხელი არ უნდა შეუშალოს. 

"ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, გაბუტული ხომ არ შეიძლება ვიყო ვინმეზე. ალეკო ელისაშვილის ქმედების მიმართ გამოვხატე პოზიცია, რომ მას არ ვეთანხმებოდი, ვემიჯნებოდი, არ მიმაჩნია სწორად და ა.შ. თუ მეკითხებით იმას, რომ ამის გამო შევწყვეტ ურთიერთობას და გინებას დავუწყებ ელისაშვილს - არა. მე სხვა პოლიტიკური პარტიები და ადამიანებიც ვიცი, რომლებიც ისე მოქცეულან ან იქცევიან, როგორც მე არ მომწონს, მაგრამ ამის გამო მე მათ არ ვაგინებ, არ ვამბობ, რომ მათი ხმები არ მჭირდება და ა.შ. არ მომწონს - ნიშნავს არ მომწონს და მეორე საკითხია, ამის გამო საქმეს გავაფუჭებ თუ არა, და არ გავაფუჭებ,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

დღის ამბები