17 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას არაფერი ემუქრება, არის ერთი პარტია, რომელსაც აქვს თავისი გზა - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "მოქალაქეების" ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან ურთიერთობის დაძაბვის მიუხედავად, ოპოზიცია საერთო მიზნისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მისი თქმით, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, გარდა "მოქალაქეებისა" ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ამ მხრივ, მათი პოზიციები დიდად არ განსხვავდება. 

"ოპოზიციის გეგმები არ შეცვლილა, ოპოზიცია არის ერთიანი. 51 ოპოზიციონერმა შეიტანა განაცხადი მანდატების გაუქმებაზე და, ვფიქრობ, მათ დაემატებათ "გირჩის" 3 წევრი, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმს შეუერთდებიან, ჩემი ღრმა რწმენით, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ პარლამენტში შესვლა, თუკი, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ შევიდა. ამ მხრივ, არანაირი ცვლილება არ არის.

ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას არაფერი არ ემუქრება, არის ერთი პარტია, რომელსაც აქვს თავისი გზა. ჩვენ, დანარჩენ პარტიებს, მათ შორის, "გირჩსაც", დიდი განსხვავება არ გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ თუ არ გვაქვს დიდი პოლიტიკური შეთანხმება, მაშინ ბოიკოტი გრძელდება,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

დღის ამბები