გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.
როგორც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწევს ზედამხედველობას მიმდინარე პროცესს.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და უფლებების დაცვის ზედამხედველობა არის ჩვენი მანდატი. რა თქმა უნდა, ამ საკითხით დავინტერესდით და დავინტერესდებით. ჯერჯერობით, ვართ ინფორმაციის გამოთხოვის და შესწავლის პროცესში და შემდგომ, ალბათ, დავგეგმავთ ჩვენს ნაბიჯებს, რა შეიძლება ჩვენი მანდატის ფარგლებში გავაკეთოთ," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტაძრის დაზიანებულ დასავლეთ მხარეს გადახურვას კომპანია, რომელმაც სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა. მონიტორინგს კი ახლად შერჩეული ჯგუფი გაუწევს.