03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ბუნებრივი აირის ქსელზე მომხმარებლის მიერთების ტარიფი გაიაფდა

ბუნებრივი აირის ქსელზე მომხმარებლის მიერთების ტარიფები იაფდება. პირველი ნოემბრიდან მომხმარებელი, 600-ის ნაცვლად, 400 ლარს გადაიხდის.

შემცირებული ტარიფის გადახდა მომხმარებელს 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი აირის ერთი წერტილის მოწყობაც.

მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ფანგანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ მომხმარებლის ნაწილი ვერ ახერხებს გაზმომარაგების ქსელზე მიერთებას.

ფანგანი ასევე აცხადებს, რომ დღესდღეობით საქართველოში ასეთი 150 ათასი პოტენციური მომხმარებელია. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველებიც, რომლებსაც არსებული ტარიფის გადახდა უჭირთ. 

დღის ამბები